წელს, ტრადიციულად, საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის ასოციაციამ აღნიშნა ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღე – 5 მაისი. წლევანდელი სლოგანია – “გამოიყენე ხელთათმანები ზოგჯერ, ჩაიტარე ხელის ჰიგიენა ყოველთვის”.
მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ხელთათმანები პაციენტის მოვლისას, ხელის ჰიგიენა სწორ დროს და სწორი ტექნიკით კვლავ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა როგორც სამედიცინო მომსახურების მიმღები პირების, ასევე ჯანდაცვისა პერსონალის დასაცავად. ხელის ჰიგიენა ახდენს ნოზოკომიური ინფექციების პრევენციას და გადაარჩენს უამრავ სიცოცხლეს! https://www.facebook.com/100064784886840/videos/pcb.1169192201916932/986405806998107