საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც დარეგისტრირდა 2015 წლის 18 დეკემბერს. ორგანიზაციის ინგლისური სახელწოდებაა ,, GEORGIAN ASSOCIATION FOR PROFESSIONALS IN INFECTION CONTROL AND EPIDEMIOLOGY ‘’ . შემოკლებული ვარიანტი ინგლისურად: ,,GAPINCE’’. ორგანიზაციაში გაერთიანებულია 100-მდე წევრი, მათ შორის ექიმი-ეპიდემიოლოგები, სამედიცინო ხარისხის მენეჯერები, ინფექციის პრევენციის და კონტროლის სპეციალისტები, კლინიცისტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალები, ექთნები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები თბილისსა და რეგიონებში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და კლინიკებიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრებიდან, სასწავლო დაწესებულებებიდან, რომელთა ინტერესის სფეროა სამედიცინო და საზოგადოებრივი დანიშნულების დაწესებულებებში ინფექციის პრევენციის და კონტროლის პროცესის გაუმჯობესება, ასევე, სამედიცინო მომსახურების და სხვა მომიჯნავე საქმიანობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.