საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია
ჩვენ ხელს ვუწყობთ ორგანიზაციებში ინფექციის პრევენციის ცოდნის ამაღლების ზრდას
იზიარებ ორგანიზაციის მიზნებს და გსურს ჩვენი ასოციაციის წევრი გახდე?
GAPINCE
ერთობლივი ძალისხმევით ვუზრუნველყოფთ
ინფექციის ეფექტურ პრევენციას
და ჯანმრთელ მომავალს
საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც დარეგისტრირდა 2015 წლის 18 დეკემბერს.
ორგანიზაციის ინგლისური სახელწოდებაა “GEORGIAN ASSOCIATION FOR PROFESSIONALS IN INFECTION CONTROL AND EPIDEMIOLOGY”. შემოკლებული ვარიანტი ინგლისურად: “GAPINCE”.
ორგანიზაციაში გაერთიანებულია 100-მდე წევრი, მათ შორის ექიმი-ეპიდემიოლოგები, სამედიცინო ხარისხის მენეჯერები, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სპეციალისტები, კლინიცისტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალები, ექთნები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მათ შორის არიან წარმომადგენლები თბილისსა და რეგიონებში არსებული სხვადასხვა კლინიკებიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრებიდან და სასწავლო დაწესებულებებიდან, რომელთა ინტერესის სფეროა სამედიცინო და საზოგადოებრივი დანიშნულების დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესება და სამედიცინო მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ასოციაცია დაარსების დღიდან ეხმარება დაინტერესებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებაში, არსებულ რეგულაციებთან და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
ჩვენი უპირველესი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებას ცოდნის გაღრმავებით და ახალი ინფორმაციის შეძენით, რაც საბოლოოდ, დადებითად აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და გააუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს ჯანდაცვის დაწესებულებებში.
ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ 21-ე საუკუნის შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას მოძველებული ნორმებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრით.
ჩვენი საქმიანობა მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების მიღებისას დამატებითი ინფექციების აღმოცენებისა და გავრცელების შემცირებას IPC ღონისძიებების გაძლიერებით, ასევე ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული შტამების წარმოშობისა და გავრცელების შემცირებას ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენების შესახებ ცოდნის გაზიარების გზით.
ჩვენ ვმონაწილეობთ საქართველოს ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიის შექმნასა და დანერგვაში, რათა შევძლოთ მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.
ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა პროფილისა და სიდიდის სამედიცინო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხების გასაუმჯობესებლად, რაც დღესდღეობით ძალზე მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში.
100+
შემოწმებული ორგანიზაცია
10+
შესრულებული პროექტი
300+
გამოცემული რესურსი
97
ასოციაციის წევრი
ასოციაციის საქმიანობა
რას ვაკეთებთ?
გააკეთე ინვესტიცია სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციასა და კონტროლში
ჩვენი პარტნიორები





