ჩვენ შესახებ
ასოციაცია დაარსების დღიდან ეხმარება საქართველოში ინფექციის კონტროლის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებაში, არსებულ რეგულაციებთან და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. ჩვენი უპირველესი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებას ცოდნის გაღრმავებით და ახალი ინფორმაციის შეძენით, რაც საბოლოოდ, დადებითად აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და გააუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ 21-ე საუკუნის შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას, მოძველებული ნორმებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრას.
ჩვენი საქმიანობა მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების მიღებისას ინფექციების აღმოცენებისა და გავრცელების შემცირებას იპკ ღონისძიებების გაძლიერებით, ასევე, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული შტამების წარმოშობისა და გავრცელების შემცირებას ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენების შესახებ ცოდნის გავრცელების გზით. ჩვენ ვმონაწილეობთ საქართველოს ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებაში, რათა უზრუნველვყოთ მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება და შევძლოთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.
ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა პროფილისა და სიდიდის სამედიცინო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით გავაუმჯობესოთ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხები, რაც დღესდღეობით ძალზე მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში.