პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია – N 0498 და I ტიპის 12 უპგ ქულა, რომლის ქონაც კონკრეტული პროფესიის ექიმებისთვის სავალდებულოა მოქმედი კანონმდებლობით. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია შემდეგ სპეციალობებში სერტიფიცირებული ექიმებისთვის:
ზოგადი ქირურგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, უროლოგია, ორთოპედია – ტრავმატოლოგია, გადაუდებელი მედიცინა, შინაგანი მედიცინა პროგრამის გავლა შეუძლიათ სხვა სპეციალობების წარმომადგენლებს, მათ შორის ინფექციის პრევენციის და კონტროლის პროფესიონალებს, რომელთათვისაც უსგ ქულები ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი.
პროგრამა ორდღიანია, თითო დღეს 6 საათი და ითვალისწინებს დასწრებულ სწავლებას. ტრენინგის თარიღი განისაზღვრება ჯგუფის დაკომპლექტების შესაბამისად. ტრენინგს ჩაატარებენ დარგის ექსპერტები და პროფესიონალები ასოციაციიდან. რეგისტრაციის ლინკი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfchHmwqXpc5XCgW6E4COmiVd7ZismEcPHus3C-K2-K7Bh8fw/viewform?fbclid=IwY2xjawE7o6hleHRuA2FlbQIxMAABHZlzlP-Df9BN7FPyB_KYc2e3AG7q59XGvt-PdHM_BpEU_g2md5UMso-V6Q_aem_25o6LsZPwdvQvP0FKLLcZQ
პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ : სმა ინფექციების პრევენციის ბაზისური პრინციპები, სმა ინფექციების სტანდარტული განსაზღვრებები და დიაგნოსტიკა, ამრ-თან დაკავშირებული და სხვა იპკ -სთან დაკავშირებული საკითხები.