ჩვენ შესახებ

ასოციაცია დაარსების დღიდან ეხმარება საქართველოში ინფექციის კონტროლის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებაში, არსებულ რეგულაციებთან და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. ჩვენი უპირველესი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებას ცოდნის გაღრმავებით და ახალი ინფორმაციის შეძენით, რაც საბოლოოდ, დადებითად აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და გააუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ ვცდილობთ  ხელი შევუწყოთ 21-ე საუკუნის შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას, მოძველებული ნორმებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრას.

ჩვენი საქმიანობა მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების მიღებისას ინფექციების აღმოცენებისა და გავრცელების შემცირებას იპკ ღონისძიებების გაძლიერებით, ასევე, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული შტამების წარმოშობისა და გავრცელების შემცირებას ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენების შესახებ ცოდნის გავრცელების გზით. ჩვენ ვმონაწილეობთ საქართველოს ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებაში, რათა უზრუნველვყოთ მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება და შევძლოთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.

ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა პროფილისა და სიდიდის სამედიცინო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით გავაუმჯობესოთ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხები, რაც დღესდღეობით ძალზე მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში.

 

 

განხორციელებული პროექტები

ჩვენი პარტნიორები

გააკეთე ინვესტიცია სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციასა და კონტროლში

ასოციაციის პრეზიდენტის მიმართვა

“საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია“ წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამფუძნებელ წევრთა გადაწვეტილების საფუძველზე. ასოციაციის მიზანია სამედიცინო მომსახურების მიღებისას საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაციის ჰყავს პრეზიდენეტი და ვიცე-პრეზიდენტი თანაბარი უფლებებით, ასევე 7 წევრისგან შემდგარი მმართველი საბჭო. ასოციაციის წევრები არიან ეპიდემიოლოგები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის მენეჯერები, ინფექციის პრევენციის და კონტროლის სპეციალისტები, კლინიცისტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალები, ექთნები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებს, იღებენ ინფორმაციას ჩვენი აქტივობების შესახებ და გარკვეული წვლილი შეაქვთ მიზნების მიღწევაში. ვიმედოვნებ, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო ეფექტური იქნება მომავალში. თუ თქვენ ხართ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მუშაობთ ინფექციის პრევენციის და კონტროლის საკითხებზე, ან მომავალში აპირებთ აღნიშნული პროფესიის დაუფლებას, გაეცანით წესდებას, დებულებას და თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში, გთხოვთ, შეავსოთ აქვე მოცემული ფორმა, მიაბათ საჭირო ინფორმაცია, თქვენი ფოტო და გამოაგზავნოთ ჩვენს ფოსტაზე. ასოციაციის წლიური საწევრო გადასახადი ფიზიკური პირებისათვის შეადგენს 120 ლარს; სტუდენტებისთვის – 60 ლარს; ორგანიზაციებისათვის – 400 ლარს. წევრობის მსურველ ორგანიზაციებთან გაფორმდება მემორანდუმი და ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ჩვენი ასოციაციის წევრებს ელ-ფოსტით და სოციალური ქსელით მიეწოდებათ ინფექციის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებული უახლესი, ნათარგმნი მასალები, რაც გაუღრმავებს მათ ცოდნას და გაუადვილებს ყოველდღიურ საქმიანობას. ასოციაციის საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ა(ა)იპ ,,საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია’’ ს/კ 405129481 სს. ,,საქართველოს ბანკი’’ კოდი : BAGAGE22 ა/ნ: GE22BG0000000193878000. ჩვენი ორგანიზაცია ღიაა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე ტიპის ეპიდემიოლოგიური საქმიანობის, ინფექციის კონტროლისა და დეკონტამინაციის სამსახურის, როგორც დარგის ჩამოყალიბებით და განვითარებით. პატივისცემით „საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ლია ჯანაშვილი