“საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია“ წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამფუძნებელ წევრთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
ასოციაციის მიზანია სამედიცინო მომსახურების მიღებისას საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა.
ასოციაციას ჰყავს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი თანაბარი უფლებებით, ასევე 7 წევრისგან შემდგარი მმართველი საბჭო.
ასოციაციის წევრები არიან ეპიდემიოლოგები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის მენეჯერები, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სპეციალისტები, კლინიცისტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალები, ექთნები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებს, იღებენ ინფორმაციას ჩვენი აქტივობების შესახებ და მნიშვნელოვან წვლილს ახორციელებენ მიზნების მიღწევაში.
ვიმედოვნებ, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო ეფექტური იქნება მომავალში.
თუ თქვენ ხართ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მუშაობთ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე, ან აპირებთ აღნიშნული პროფესიის დაუფლებას, გაეცანით წესდებასა და დებულებას. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ აქვე მოცემული ფორმა, მიაწოდოთ საჭირო ინფორმაცია, ატვირთოთ თქვენი ფოტო და გამოაგზავნოთ ჩვენი ფოსტით.
ასოციაციის წლიური საწევრო გადასახადი:
ფიზიკური პირებისთვის – 120 ლარი
სტუდენტებისთვის – 60 ლარი
ორგანიზაციებისთვის – 400 ლარი
შესაწევრო ორგანიზაციებთან გაფორმდება მემორანდუმი და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.
ჩვენი წევრები ელ-ფოსტითა და სოციალური ქსელებით იღებენ ინფექციის კონტროლის უახლეს, ნათარგმნ მასალებს, რაც ამაღლებს მათი ცოდნას და აადვილებს ყოველდღიურ საქმიანობას.
ასოციაციის საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: ა(ა)იპ „საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია“
ს/კ: 405129481
ბანკი: საქართველოს ბანკი (SWIFT: BAGAGE22)
ანგარიში: GE22BG0000000193878000
ჩვენი ორგანიზაცია ღიაა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ეპიდემიოლოგიური საქმიანობის, ინფექციის კონტროლისა და დეკონტამინაციის განვითარების პროცესში.
პატივისცემით,
„საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ლია ჯანაშვილი