სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენცია და კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში

პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია – N 0498 და I ტიპის 12 უპგ ქულა, რომლის ქონაც კონკრეტული პროფესიის ექიმებისთვის სავალდებულოა მოქმედი კანონმდებლობით. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია შემდეგ სპეციალობებში სერტიფიცირებული ექიმებისთვის: ზოგადი ქირურგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, უროლოგია, ორთოპედია – ტრავმატოლოგია, გადაუდებელი მედიცინა, შინაგანი მედიცინა.

პროგრამის გავლა შეუძლიათ სხვა სპეციალობების წარმომადგენლებს, მათ შორის ინფექციის პრევენციის და კონტროლის პროფესიონალებს, რომელთათვისაც უსგ ქულები ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი.

პროგრამა ორდღიანია, თითო დღეს 6 საათი და ითვალისწინებს დასწრებულ სწავლებას. ტრენინგის თარიღი განისაზღვრება ჯგუფის დაკომპლექტების შესაბამისად. ტრენინგს ჩაატარებენ დარგის ექსპერტები და პროფესიონალები ასოციაციიდან.  

რეგისტრაციის ლინკი: ბმული

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ : სმა ინფექციების პრევენციის ბაზისური პრინციპები, სმა ინფექციების სტანდარტული განსაზღვრებები და დიაგნოსტიკა, ამრ-თან დაკავშირებული და სხვა იპკ -სთან დაკავშირებული საკითხები.

სხვა სიახლეები

საგანმანათლებლო პლატფორმა “სქილიო” ინფორმაციის ეფექტური გავრცელებისთვის

ინფექციის პრევენციონისტის საერთაშორისო დღე

18-24 ნოემბერი – ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული