პაციეტის უფლებების დაცვა გულისხმობს იმ წესებისა, პრინციპებისა და კანონების დაცვას, რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტების უსაფრთხოებას, ღირსებას, კონფიდენციალურობასა და ინფორმირებულობას სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში. ეს უფლებები წარმოადგენს პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის ურთიერთობების საფუძველს და თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს სრულყოფილი და გასაგები ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, დიაგნოზის, მკურნალობის ალტერნატივების, რისკებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
პაციენტის პირადი და სამედიცინო ინფორმაცია კონფიდენციალურია და შეიძლება გასაჯაროვდეს მხოლოდ თავად პაციენტის თანხმობით ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
პაციენტს უნდა ექცეოდნენ ღირსებით, პატივისცემითა და თანასწორად, მიუხედავად სქესის, ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის ან სოციალური მდგომარეობისა.
პაციენტს აქვს უფლება აირჩიოს, მიიღოს ან უარი თქვას შემოთავაზებულ მკურნალობაზე ან პროცედურაზე, მათ შორის მიიღოს მეორე მოსაზრება სხვა ექიმისგან.
პაციენტს აქვს უფლება მიიღოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელიც გადაუდებელ ვითარებაში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
პაციენტს აქვს უფლება მონაწილეობდეს ყველა გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.
პაციენტის უსაფრთხოება ნიშნავს, რომ მიიღებს მომსახურებას სამედიცინო შეცდომებისა და შესაძლო გართულებების მინიმალური რისკით.
პაციეტის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია როგორც მისი კეთილდღეობისთვის, ისე სამედიცინო დაწესებულებებისა და ჯანდაცვის სისტემისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის.