მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიანი უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებულ პროგრამებზე
„ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენცია და კონტროლი სამედიცინო დაწესებულებაში’’ , აკრედიტაცია – N 0498 და I ტიპის 12 უპგ ქულა. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია, შემდეგ სპეციალობებში სერტიფიცირებული ექიმებისთვის: ზოგადი ქირურგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, უროლოგია, ორთოპედია -ტრავმატოლოგია, გადაუდებელი მედიცინა, შინაგანი მედიცინა. პროგრამის გავლა შეუძლიათ მომიჯნავე სპეციალობების და ინფექციის კონტროლის პროფესიონალებს. პროგრამა ორდღიანია და ითვალისწინებს დასწრებულ სწავლებას.
,,სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენცია და კონტროლი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში’’, აკრედიტაცია – N 0559 და I ტიპის 12 უპგ ქულა. პროგრამა განკუთვნილია შემდეგ სპეციალობებში სერტიფიცირებული ექიმებისთვის: „თერაპიული სტომატოლოგია“, „ორთოდონტია,’’, “ორთოდონტია”, “ყბა-სახის ქირურგია’’, ,,ქირურგიული სტომატოლოგია”. პროგრამა ორდღიანია და ითვალისწინებს დასწრებულ სწავლებას. პროგრამის გავლა შეუძლიათ მომიჯნავე სპეციალობების და ინფექციის კონტროლის მიმართულებით დასაქმებულ დაინტერესებულ პირებსაც.
„ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენება, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პროფილაქტიკა და პირველადი გადაუდებელი დახმარება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“. აკრედიტაცია – N 0528, I ტიპის 12 უპგ ქულა. პროგრამა განკუთვნილია შემდეგ სპეციალობებში სერტიფიცირებული ექიმებისთვის: თერაპიული სტომატოლოგია, ორთოდონტია, ქირურგიული სტომატოლოგია. პროგრამა ორდღიანია და ითვალისწინებს დასწრებულ სწავლებას. პროგრამის გავლა შეუძლიათ მომიჯნავე სპეციალობების და ინფექციის კონტროლის მიმართულებით დასაქმებულ დაინტერესებულ პირებსაც.
სწავლება ინტერაქტიულია და მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გადაცემას მსმენელთათვის, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს . პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე სერტიფიკატი. დამატებითი ინფორმაციისთვის ან კურსზე დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით 577901411, 555911517