ეპიდემიოლოგთა ჯგუფის ვიზიტი Dr.Deppe-ს საწარმოში

21-23 მაისს @Tbilisi Medic • თბილისი მედიკ-ის ორგანიზებით ეპიდემიოლოგთა ჯგუფი სტუმრობდა სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალებების მსხვილ მწარმოებელს გერმანიაში Dr.Deppe-ს.

ეპიდემიოლოგებმა დაათვალიერეს კომპანიის საწარმო ქალაქ კემპენში, დაესწრნენ პროდუქციის წარმოების, შეფუთვის, ეტიკეტირების და დასაწყობების პროცესებს, მიიღეს დეტალური განმარტებები ყველა ეტაპის შესახებ.

მასპინძელმა მხარემ უპასუხა სტუმრების შეკითხვებს პროდუქციასთან დაკავშირებით და გააცნო მათ სამომავლო გეგმები. შეხვედრამ ჩაიარა გულთბილ ვითარებაში და იყო ურთიერთსასარგებლო.

სხვა სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და გლობალური ჯანდაცვის პრობლემები მიკრობიოლოგიაში“

5 მაისი – ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღე

ინფექციის პრევენციონისტის მსოფლიო დღე