რას ვაკეთებთ

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია
GAPINCE
ერთობლივი ძალისხმევით ვუზრუნველყოფთ
ინფექციის ეფექტურ პრევენციას
და ჯანმრთელ მომავალს
ასოციაცია დაარსების დღიდან ეხმარება დაინტერესებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებაში, არსებულ რეგულაციებთან და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
ჩვენი უპირველესი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებას ცოდნის გაღრმავებით და ახალი ინფორმაციის შეძენით, რაც საბოლოოდ, დადებითად აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და გააუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს ჯანდაცვის დაწესებულებებში.

ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ 21-ე საუკუნის შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას მოძველებული ნორმებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრით.
ჩვენი საქმიანობა მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების მიღებისას დამატებითი ინფექციების აღმოცენებისა და გავრცელების შემცირებას IPC ღონისძიებების გაძლიერებით, ასევე ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული შტამების წარმოშობისა და გავრცელების შემცირებას ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენების შესახებ ცოდნის გაზიარების გზით.
ჩვენ ვმონაწილეობთ საქართველოს ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიის შექმნასა და დანერგვაში, რათა შევძლოთ მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.
ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა პროფილისა და სიდიდის სამედიცინო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხების გასაუმჯობესებლად, რაც დღესდღეობით ძალზე მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში.

რას ვაკეთებთ?