საგანმანათლებლო პლატფორმა “სქილიო” ინფორმაციის ეფექტური გავრცელებისთვის

საგანმანათლებლო პლატფორმა “სქილიო” შეიქმნა “საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის” და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით იმ მიზნით, რომ ხელმისაწვდომი და პრაქტიკული ცოდნა მიეწოდოს ყველას, ვისაც სურს სამედიცინო მომსახურების მიღებისას ან ყოველდღიურ ცხოვრებაში დამატებითი ინფექციების პრევენციის საკითხებში გათვითცნობიერება.

პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას სწრაფად, მარტივად და ეფექტურად მიიღოთ ინფორმაცია ინფექციების გავრცელების პრევენციის, ჰიგიენის სტანდარტებისა და უსაფრთხო ქცევის პრინციპების შესახებ. მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ დაიცვათ საკუთარი თავი, თქვენი ოჯახი და საზოგადოება.

https://skillio.ge/

სხვა სიახლეები

ინფექციის პრევენციონისტის საერთაშორისო დღე

18-24 ნოემბერი – ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული

19-25 ოქტომბერი – ინფექციის პრევენციის საერთაშორისო კვირეული