საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და გლობალური ჯანდაცვის პრობლემები მიკრობიოლოგიაში“ 2025 წლის 22-23 ნოემბერი, თბილისი International Conference – ” Modern Challenges and Global Health Issues In Microbiology “22-23 November, 2025, Tbilisi, Georgia

2025 წლის 22-23 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობადობის ამაღლების კვირეულის (17-23 ნოემბერი) ფარგლებში,  იგეგმება საერთაშორისო საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „თანამედროვე გამოწვევები და გლობალური ჯანდაცვის პრობლემები მიკრობიოლოგიაში“.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ანტიმიკრობული რეზისტენტობა, პანდემიების პრევენცია და მზადყოფნა, ბაქტერიოფაგები – როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივა და მიკრობიოლოგიის სხვა თანამედროვე გამოწვევები.

კონფერენციის ფარგლებში მოხსენებას წარადგენენ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები,  უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები , ქართველი და უცხოელი მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის საპატიო სტუმარი იქნება ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ასოციაციის პრეზიდენტი რობერტ ლეო სკოვი, რომელიც ისაუბრებს ანტიმიკრობული რეზისტენტონტობის, როგორც გლობალური გამოწვევის, შესახებ.

კონფერენცია ეძღვნება მიკრობიოლოგიის სფეროს გამორჩეული მოღვაწის, პროფესორ თამაზ კერესელიძის 100 წლის იუბილეს.

On November 22-23, 2025, within the framework of World Antimicrobial Awareness Week (November 17-23), an International conference titled ” Modern Challenges and Global Health Issues In Microbiology ” will be organized by the Microbiology Department  of Tbilisi State Medical University, with the involvement of local and international partners. The conference will address current issues such as antimicrobial resistance, pandemic prevention and preparedness, bacteriophages as an alternative to antibiotics, and other modern challenges in microbiology.

Presentations at the conference will be delivered by representatives from the World Health Organization in Georgia, the National Center for Disease Control and Public Health, representatives from the Walter Reed Army Institute of Research, and Georgian and foreign scientists from various countries.

The honorary guest of the conference will be Robert Leo Skov, President of the European Society of Clinical Microbiology and Infectious Diseases, who will present antimicrobial resistance as a global challenge.

The conference is dedicated to the 100th anniversary of Professor Tamaz Kereselidze, a distinguished figure in the field of microbiology.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

თსსუ მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის,მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

ი.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოება

Conference Organizing Committee:

TSMU Department of Microbiology

L. Sakvarelidze National Center for Disease Control and Public Health

Georgian Association of General and Applied Microbiology

Georgian Association of Epidemiologists and Infection Control Specialists

George Eliava Institute of Bacteriophages, Microbiology and Virology

Ivane Tarkhnishvili Student Scientific Society

https://gapince.org.ge/wp-content/uploads/2025/06/ინფორმაცია-კონფერენციაზე.docx

ასოციაციის პრეზიდენტის მიმართვა

“საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია“ წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამფუძნებელ წევრთა გადაწვეტილების საფუძველზე. ასოციაციის მიზანია სამედიცინო მომსახურების მიღებისას საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაციის ჰყავს პრეზიდენეტი და ვიცე-პრეზიდენტი თანაბარი უფლებებით, ასევე 7 წევრისგან შემდგარი მმართველი საბჭო. ასოციაციის წევრები არიან ეპიდემიოლოგები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის მენეჯერები, ინფექციის პრევენციის და კონტროლის სპეციალისტები, კლინიცისტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალები, ექთნები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებს, იღებენ ინფორმაციას ჩვენი აქტივობების შესახებ და გარკვეული წვლილი შეაქვთ მიზნების მიღწევაში. ვიმედოვნებ, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო ეფექტური იქნება მომავალში. თუ თქვენ ხართ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მუშაობთ ინფექციის პრევენციის და კონტროლის საკითხებზე, ან მომავალში აპირებთ აღნიშნული პროფესიის დაუფლებას, გაეცანით წესდებას, დებულებას და თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში, გთხოვთ, შეავსოთ აქვე მოცემული ფორმა, მიაბათ საჭირო ინფორმაცია, თქვენი ფოტო და გამოაგზავნოთ ჩვენს ფოსტაზე. ასოციაციის წლიური საწევრო გადასახადი ფიზიკური პირებისათვის შეადგენს 120 ლარს; სტუდენტებისთვის – 60 ლარს; ორგანიზაციებისათვის – 400 ლარს. წევრობის მსურველ ორგანიზაციებთან გაფორმდება მემორანდუმი და ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ჩვენი ასოციაციის წევრებს ელ-ფოსტით და სოციალური ქსელით მიეწოდებათ ინფექციის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებული უახლესი, ნათარგმნი მასალები, რაც გაუღრმავებს მათ ცოდნას და გაუადვილებს ყოველდღიურ საქმიანობას. ასოციაციის საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ა(ა)იპ ,,საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია’’ ს/კ 405129481 სს. ,,საქართველოს ბანკი’’ კოდი : BAGAGE22 ა/ნ: GE22BG0000000193878000. ჩვენი ორგანიზაცია ღიაა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე ტიპის ეპიდემიოლოგიური საქმიანობის, ინფექციის კონტროლისა და დეკონტამინაციის სამსახურის, როგორც დარგის ჩამოყალიბებით და განვითარებით. პატივისცემით „საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ლია ჯანაშვილი