ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღე – 5 მაისი! სლოგანი – “მოქმედება გადაარჩენს სიცოცხლეს”.
 
“საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციამ”, ტრადიციულად, ეს დღე მულტიპროფილური კონფერენციით აღნიშნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ეპიდემიოლოგიის, ინფექციის კონტროლის და მის მომიჯნავე დარგებში თანამედროვე ხედვები და მსოფლიო გამოცდილება ხელის ჰიგიენასთან დაკავშირებულ საკითხებზე აქცენტირებით.
 
კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ ინფექციის პრევენციაში 135 წელზე მეტი გამოცდილების გერმანული კომპანია Schulke• შულკე, კომპანია “ბიო-მედი” https://biomedi.ge/ , რომელსაც საქართველოში არსებული ჯანდაცვის ობიექტების და სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიების თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვის, სადიაგნოსტიკო ტესტ-სესტემების და სახარჯი მასალების მიწოდების 10 წლიანი გამოცდილება აქვს და კომპანია Orkin Georgia • ორკინი საქართველო, რომელიც ჯანდაცვის და სხვა პროფილის დაწესებულებებს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებულ პროფესიონალურ მომსახურებას უწევს უკვე მრავალი წელია.
 
ხელის ჰიგიენა წარმოადგენს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ეკონომიურ ინტერვენციას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ კლინიკურ გარემოში მისი შესრულება კვლავ არასაკმარის დონეზე რჩება, რაც ზრდის ჯანდაცვასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების რისკს.
 
ბოლო 5 წლის მონაცემებით, ხელის ჰიგიენის შესრულების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 50–60%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხშირად 30–40%-ია. აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს სისტემურ პრობლემაზე, რომელიც მოიცავს როგორც ქცევით, ისე ორგანიზაციულ ფაქტორებს.
 
კლინიკურ პრაქტიკაში არაერთი შემთხვევაა აღწერილი, სადაც ხელის ჰიგიენის დარღვევა გახდა სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდაფეთქების ძირითადი გამომწვევი ფაქტორი. განსაკუთრებით მაღალი რისკის გარემოდ მიიჩნევა ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, სადაც პაციენტებს აქვთ დაუცველი იმუნური სისტემა და ხშირია ინვაზიური ჩარევები.

სხვა სიახლეები

საგანმანათლებლო პლატფორმა “სქილიო” ინფორმაციის ეფექტური გავრცელებისთვის

ინფექციის პრევენციონისტის საერთაშორისო დღე

18-24 ნოემბერი – ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული