საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია გიწვევთ აკრედიტებულ 2-დღიან უსგ პროგრამაზე

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია გიწვევთ!

აკრედიტებულ 2-დღიან უსგ პროგრამაზე

სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ბაზისური პრინციპებიაკრედიტაციის 1395

1–2 ოქტომბერი, თბილისი

პროგრამა განკუთვნილია ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ განაახლონ და გააღრმაონ ცოდნა სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციისა და კონტროლის თანამედროვე პრინციპებში.

პროგრამის უპირატესობები:

 I ტიპის 12 უსგ ქულა — სერტიფიცირებული ექიმებისა და ეპიდემიოლოგებისთვის, ასევე ინფექციის კონტროლის საკითხებში ჩართული სხვა სპეციალისტებისთვის.

უახლეს გაიდლაინებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები

PhD ლექტორების მიერ მომზადებული სასწავლო მასალა

პრაქტიკაზე ორიენტირებული და თანამედროვე სასწავლო გარემო.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ინფექციის კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობა და რეკომენდაციები;
  • ანტიმიკრობული რეზისტენტობის და სმაი-ს ტვირთი, გავრცელება და დანაკარგები გლობალურ და ეროვნულ დონეზე;
  • სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული (სმა) ინფექციების სტანდარტული განსაზღვრებები, დიაგნოსტიკა, ანტიბიოტიკების გრადაცია;
  • ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის კლინიკური მასალის აღების ზოგადი პრინციპები, პასუხების ინტერპრეტაცია და რეზისტენტული გენების თანამედროვე კვლევები;
  • სმა ინფექციების  ანტიმიკრობული თერაპია , პროფილაქტიკური ანტიმიკრობული თერაპია,   ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების პროგრამა, პასუხისმგებლობები;
  • იპკ-ს როლი სამედიცინო პერსონალის პროფესიულ ჯანმრთელობაში, რისკების კონტროლის იერარქია და მათი ელიმინაცია.  ინფექციის კონტროლის პროგრამა, ინფექციების პრევენციაზე პასუხისმგებელი პირის როლი სამედიცინო დაწესებულებაში, იმუნიზაცია, პასუხისმგებლობები;
  • ხელის ჰიგიენა და მისი როლი რისკების ელიმინაციაში სამედიცინო პრაქტიკაში;
  • უსაფრთხო ინექციის მნიშვნელობა, რისკების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა, იდს-ის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა;
  • B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის პრევენცია, პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა.

ღირებულება: 300 ლარი

ასოციაციის წევრებისთვის მოქმედებს განსხვავებული ფასი.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc0ap0rl59GrpWF8yet-LhemVd4SKjfjcr9Tqg-Sy7-L6kqow/viewform?usp=header ან დაგვიკავშირდით: 577-901-411

სხვა სიახლეები

ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

საგანმანათლებლო პლატფორმა “სქილიო” ინფორმაციის ეფექტური გავრცელებისთვის

ინფექციის პრევენციონისტის საერთაშორისო დღე